ქუთაისი

ქუთაისში კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ქუთაისში, ნიკეის ქუჩაზე, კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

კომენტარები