არჩევნები 2020

ბოკერია: იაგო ხვიჩია ბუნებრივი ბარიერის მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი შეიძლება იყოს

იაგო ხვიჩია უაღრესად ეგზოტიკური პოლიტიკოსია, ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობითაც. შემდეგი არჩევნები პროპორციული ისედაც არის, 2024-ში, მაგრამ ამბობს, ვადამდელი არჩევნები თუ იქნება, რომელზეც მთავრობა ამბობს, არ იქნებაო, იქაც პროპორციულს გავაკეთებთო. ეს მე, უბრალოდ, დიდ შეცდომად მიმაჩნია, მაგრამ თვლის ეს კაცი ასე, ეს უღირს იმად, რომ ივანიშვილმა ახლა არჩევნები მოიპარა. 

მაგრად ცდება, მაგრამ იმას ვერ იღებს, რასაც თვითონ ითხოვს. 500-ჯერ გაიმეორა უკვე გირჩის ამ ნაწილმა, რომ ნაციონალური მოძრაობა თუ შევა... თქვა ამ ნაცმოძრაობამ ასჯერ, რომ არა. ახლა უკვე ამის გამეორება მათგან ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა ნაცმოძრაობის მიმართ. ამ ხალხმა მტკიცედ თქვა, არაო. ახლა ივანიშვილის პროპაგანდის საქმის კეთება გამოდის. თქვა ნაციონალურმა მოძრაობამ, არ შევდივართო და უნდა დაანებონ თავი. მიუხედავად ამისა, არ შემაქვს მათ გულწრფელობაში ეჭვი. 

ხუმრობისგან თავს ვერ შევიკავებ, ბუნებრივი ბარიერის მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი ბატონი იაგო ხვიჩია შეიძლება იყოს, მისი ეს ლოგიკა.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები