კორონავირუსი საქართველოში

სიმულაციური სათხილამურო ცენტრი სალონად გადაკეთდა – ჯაფარიძე შეზღუდვებს აპროტესტებს

გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სიმულაციური სათხილამურო ცენტრის, Proleski Georgia-ს მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გამართა. ჯაფარიძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს, რომლის შედეგადაც კომპანიებს ეკონომიკური საქმიანობა 2 თვით შეუჩერდათ. ჯაფარიძის თქმით, სათხილამურო ცენტრი სილამაზის სალონად გადაკეთდა, ვინაიდან მათ მუშაობის უფლება აქვთ და ასე განაგრძობს საქმიანობას. 

"ეს არის კომპანია Proleski, სადაც ბავშვებსაც და ზრდასრულებსაც ასწავლიან თხილამურებზე და სნოუბორდზე სრიალს. მილიონ ლარამდე აქვთ ჩადებული აქ და გააჩერეს რეგულაციების გამო. იმის გამო, რომ სილამაზის სალონები არის დაშვებული, პროფილი შეიცვალეს და გადაკეთდა სილამაზის სალონად. მოვედი, რომ თმა შემეჭრა და წვერი შემესწორებინა". – ამბობს ჯაფარიძე.

პროტესტში ჩართვის სურვილი გამოთქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც – "როგორ ჩავეწერო? წვერი არ მაქვს, მაგრამ მეც მზად ვარ რამე მოვიჭრა" – წერს ელენე ხოშტარია.

რამდენიმე კვირის წინ ზურა ჯაფარიძემ რეგულაციების გასაპროტესტებლად ბათუმში ფიტნესცენტრი Reformerfitness საცხოვრებელ სახლად იქირავა და ნებისმიერი მსურველი სავარჯიშოდ დაპატიჟა. 

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები