კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევიდან 1 588 თბილისში დადასტურდა, 599 იმერეთში, 333 – აჭარაში

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 907 ახალი შემთხვევიდან 1 588 თბილისში დადასტურდა, 599 იმერეთში, 333 კი - აჭარაში.

ქვემო ქართლში 263 ახალი შემთხვევაა, შიდა ქართლში - 263, გურიაში - 114, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 299, კახეთში - 243, მცხეთა-მთიანეთში - 83, სამცხე-ჯავახეთში - 94, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28.

12 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 187 006 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 154 241 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 746 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ 30 995 აქტიური შემთხვევაა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები