2020 წელს გარდაცვლილები

59 წლის ასაკში სამხრეთკორეელი რეჟისორი კიმ კი-დუკი კორონავირუსით გარდაიცვალა

CNN

სამხრეთკორეელი რეჟისორი კიმ კი-დუკი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით.

კი-დუკი 1960 წელს კენსან-პუქტოს პროვინციაში დაიბადა. ჯარში მსახურობის შემდეგ დაინტერესდა მხატვრობით. 90-იანების დასაწყისში პარიზში სახვით ხელოვნებას სწავლობდა. 1993 წელს დაწერა პირველი სცენარი. 1996 წელს გადაიღო პირველი ფილმი "ნიანგი". ავტორია სურათებისა "გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და კვლავ გაზაფხული", "სამარიტელი", "დაჭიმული მშვილდი".

არის ვენეციის კინოფესტივალის არაერთი ჯილდოს მფლობელი. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული. 

უკანასკნელი ნამუშევარი, რუსულენოვანი ფილმი Dissolve გადაიღო ყაზახეთში, რომლის პრემიერა შედგა მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

კომენტარები