კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 1 138 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 436 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 138 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 436 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. 

თბილისში 533 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 154, იმერეთში - 241. მართვით სუნთქვაზე თბილისში 212 ადამიანია, აჭარაში - 53, იმერეთში კი - 62.

11 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 183 099 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 150 461 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 694 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები