ამერიკული სანქციები

აშშ-მ კადიროვს და ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევაში მონაწილე 16 პირს სანქციები დაუწესა

რამზან კადიროვი
The Jamestown Foundation

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს, 10 დეკემებერს, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს და ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევაში მონაწილე სხვა 16 პირს სანქციები დაუწესა.

სანქცირებულ პირებს შორის ასევე არის 5 პირი, რომელსაც ახლო კავშირი აქვს კადიროვთან, მათ შორის ჩეჩნეთის ვიცეპრემიერი.

სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთში რეგისტრირებულ კიდევ ექვს კომპანიას, რომლებიც ჩეჩნეთის ლიდერთანაა დაკავშირებულნი.

აშშ-ს საქნციები შეეხო ჰაიტიში ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებულ სამ პირს და, ასევე,  ხუთ პირს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან იემენის ჰუსიტების მიერ მართულ უშიშროების და სადაზვერვო სააგენტოებთან. 

სანქცირებულები 13818-ე აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე შედიან შავ სიაში, რაც  ახორციელებს აშშ-ს გლობალურ მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს, რომლის მიხედვითაც მათ აშშ-ს იურისდიქციაში არსებული ნებისმიერ აქტივი ეყინებათ და არაამერიკელ აქტორებს მათთან ბიზნესის წარმოებისთვის შავ სიაში მოხვედრის საფრთხე ემუქრებათ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კადიროვს სანქციები აგვისტოშიც დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მას სანქციები სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციების და დაკავშირებული პროგრამული ასიგნებების 2020 წლის აქტის საფუძველზე დაეკისრა. 7031(c) მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფო მდივნის უფლებამოსილებას, საჯაროდ ან ფარულად განსაზღვროს ის პირები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც მის ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციით, ჩართულები არიან ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში ან კორუფციულ დანაშაულებებში და აუკრძალოს მათ აშშ-ში შესვლა. 

საპასუხოდ, კადიროვმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საპასუხო სანქციები დაუწესა

კომენტარები