Facebook

FACEBOOK-ის მესენჯერი რამდენიმე საათია შეფერხებით მუშაობს

რამდენიმე საათია Facebook-ის Messenger-ი შეფერხებით მუშაობს. პრობლემა ძირითადად დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრებ მომხმარებლებს შეექმნათ.

Downdetector-ის ცნობით, მომხმარებლების 52%-ს Messenger-ში მესიჯების გაგზავნა ან მათი მიღება უჭირს, მომხმარებლეთა 31% სერვერს ვერ უკავშირდება, ხოლო 16% თავის პროფილში შესვლას ვერ ახერხებს.

ჯერჯერობით Facebook-ის მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუ რას უკავშირდება Messenger-ის შეფერხებით მუშაობა.

კომენტარები