ნარკოდანაშაული

შსს: თურქეთის მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება საქართველოს გავლით უზბეკეთში გადაჰქონდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო/კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბაჟო-გამშვები პუნქტის, კარწახის ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქე - 1970 წელს დაბადებული ფ.დ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მას ნარკოტიკული საშუალება თურქეთიდან საქართველოს გავლით, უზბეკეთში უკანონოდ გადაჰქონდა. 

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულის სატვირთო მანქანის სალონში მოწყობილი სამალავიდან ნახევარი კილოგრამი ჰეროინი და 99 აბი მდმა ამოიღეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები