ახალი კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევიდან 2 067 თბილისში დადასტურდა, იმერეთში – 708, აჭარაში – 331

Gulf News

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2 067 დადასტურდა, იმერეთში - 708, აჭარაში კი 331.

ქვემო ქართლში 352 ახალი შემთხვევაა, შიდა ქართლში - 214, გურიაში - 72, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 325, კახეთში - 272, მცხეთა-მთიანეთში - 133, სამცხე-ჯავახეთში - 75, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 21.

10 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 178 953  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 148 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 657 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები