მთავრობა

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირებას მხოლოდ Internet Exploerer-ით შეძლებთ

მთავრობის მიერ ეკონომიკური კრიზისი გამო ინიცირებული უმუშევრობის 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირება მხოლოდ Internet Explorer-ით არის შესაძლებელი. 

ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვენულ ვიდეოინსტრუქციაშია ნათქვამი. გარდა ამისა, ვიდეორეგისტრაციისთვის აუცილებელია, კომპიუტერს ჰქონდეს ვიდეო თვალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები რეგისტრაციას დისტანციურად ვერ გაივლიან. 

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს 200-ლარიანი უმუშევრობის კომპენსაცია სულ 162 000-მა უნიკალურმა ბენეფიციარმა მიიღო, სწორედ ესაა იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც შეძლეს, დამტკიცებინათ სახელმწიფოსთვის, რომ შემოსავალი შეუმცირდათ. აღსანიშნავია, რომ ამ კომპენსაციას 6 თვის განმავლობაში სულ 70 130 ადამიანი იღებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამდენ ადამიანს არ აუღია ხელფასი სულ ცოტა 6 თვის განმავლობაში. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაზაფხულზე ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია ქვეყანაში არსებული 820 000 თვითდასაქმებულიდან 248 817 მოქალაქემ მიიღო. სულ პროგრამაში განაცხადი 251 167 მოქალაქემ შეიტანა, თუმცა მათ ვერ შეძლეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა. მოსალოდნელია, რომ პროგრამის მეორე ეტაპზე კომპენსაციას არეალის კიდევ უფრო დავიწროების გამო, მაქსიმუმ, 120-125 000 მოქალაქე მიიღებს.

გიორგი გახარიას თქმით, რადგანაც ამ დროისთვის არსებული შეზღუდვები ძირითადად საცალო გაყიდვების სექტორს ეხება, კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობაც შემცირდება და დაახლოებით 110-120 000 მოქალაქის ფარგლებში იქნება.

კომენტარები