კორონავირუსი და ეკლესია

ბასილ კობახიძე: ხალხს სჯერა მღვდლების და არა ექიმების

ხალხს სჯერა მღვდლების და არა ექიმების. „ვაქცინა გენეტიკას შეგვიცვლისო“ - გაჰყვირის დეკანოზი ფილიპე აბაშიძე. თან „ჩვენი გენეტიკა ხომ მართლმადიდებლურიაო“. პანდემიის და ამდენი დაღუპულის მიუხედავად ეკლესია სისტემატურად აგრძელებს პროპაგანდას, რომ ხალხი ვირუსს არ მოერიდოს და ვაქცინა არ მიიღოს.

ამას აკეთებენ თბილისში, რეგიონებში და შორეულ სოფლებშიც. მოგიყვანთ სულ ახალ მაგალითებს. მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ დავით ისაკაძეს უახლოესი ადამიანი, დეკანოზი დავით ქვლივიძე კოვიდით გარდაეცვალა, ისაკაძე მაინც აგრძელებს ფანატიკურ ქადაგებას, რომ, თუ დავინფიცირდებით, მოვკვდებით და სამოთხეში წავალთო. სამღვდელოება არის საშიში ფანატიკოსი, რომელიც არც საკუთარ თავს და საკუთარ ახლობლებს ინდობს შავბნელი იდეების გამო. სამღვდელოება ატყუებს საზოგადოებას, რომ ეკლესიებში რეგულაციებს იცავენ და პირბადეს ატარებენ.

რა აზრი აქვს ამას თუ საერთო კოვზით აზიარებენ? პანდემიის დროს რომელ ქვეყანაში იყენებს საერთო კოვზს ასეულობით ადამიანი? ამიტომაცაა რომ ნაძირალა ჯამბაზი მამა პეტრე კოლხი თითქოს აღიარებს ვირუსის არსებობას, მაგრამ საერთო კოვზით ზიარებაზე ქოთქოთებს, „ეგ არ შეიცვლებაო“. ქამელეონი და რეციდივისტი კრიმინალი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილიც უტიფრად ატყუებს მედიას, უზუსტესად ვიცავთ რეგულაციებსო, ხოლო საერთო კოვზის გამოყენებაზე ხმას არ იღებს, როცა ამ კოვზის გამოყენება აზრს უკარგავს ყველანაირ რეგულაციას. მეუფეები იაკობი და საბა გიგიბერია როყიოდ აცხადებენ - „მთავარია ადამიანი სულიერად მომზადებული მოკვდეს, რომ საიქიოში კარგად იყოს, ხოლო ამგვარად კი მარტო ჩვენ ეკლესიებში რიტუალებით მოემზადებაო“. გრიგოლიც და იაკობიც გაჰყვირიან - „არ შეიძლება ადამიანს ლოცვა აუკრძალო“. და უკრძალავს ვინმე ლოცვას? მათ უნდათ რომ ეკლესიებში რიტუალებს ატარებდნენ პანდემიის მიუხედავად, რადგან კლერიკალური კასტისათვის რიტუალი არის იარაღი, რომლითაც ის ინარჩუნებს ძალაუფლებას მრევლზე და იღებს მისგან თაყვანისცემასა და მატერიალურ შემოსავალს. ბოლოს კი ეკლესია ისტერიულად აკეთებს კონცენტრაციას შობაზე, როგორც რამდენიმე თვის წინ ამას აღდგომაზე აკეთებდა, თითქოს ამ პანდემიის დროს ყოველ კვირას და სხვა დღესასწაულებზე საერთო კოვზით და ტაძრებში მრავალი უპირბადეო ადამიანის თავშეყრით არ აინფიცირებდეს ხალხს...

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე.

კომენტარები