ეკლესია

მამა ნაზარ ბასილაია: დღე არ გავა, სამღვდელოებამ რამე სიშტერე არ გამოავლინოს საჯაროდ

რა გვიქნა გაზულუქებამ, დაუმსახურებელმა პატივმა და დიდებამ... ეკლესიის გაჯანსაღების დასაწყებად ყველაფერი კეთდება. მალე, ჩვენივე დიდი მონდომებით მღვდლობა არ იქნება პატივი, შეგვიწყდება დაფინანსება, მღვდელი არ ისარგებლებს სახელმწიფო სამსახურებთან და არცერთ სტრუქტურაში უპირატესობით.

ძალაუფლების, ფინანსების და გავლენების შემცირების შემდეგ ეკლესიაში დარჩებიან ერთუზიაზმით და ქრისტეს დიდი სიყვარულით მოსული ადამიანები.

დღე არ გავა, სამღვდელოებამ რამე სიშტერე არ გამოავლინოს საჯაროდ. შემდეგ მიდის "გაპრავების" უსუსური კამპანია სლოგანებით - "ეკლესიას ებრძვიან"!

ვინ გვებრძვის? ჩვენვე ვებრძვით საკუთარ თავს.... გაუნათლებლობა, გაუმაძღრობა, განლაღება... სასაცილო დღეში ვართ.

გავიხსენოთ მე-20-ე საუკუნის დასაწყისი. მაშინ გვყავდა წმინდა მოღვაწეები, რატომ? სწორედ მაშინ იყო დევნა!!! ახლა იმდენად "ღრმა ქრისტიანები" აღმოვჩნდით თითოეულ სიუჟეტზე, (რომელიც არ მოგვწონს) აჟიოტაჟს ვიწყებთ, ეს რა გვაკადრესო....

ქრისტე დაგვავიწყდა... დაგვავიწყდა რომ ქრისტიანობა დევნულთა რელიგიაა...

ჩვენ, ჩვენი რწმენისთვის უპირატესობას ვითხოვთ საზოგადოებაში და ჩვენივე უსუსურობის გადასაფარად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობას ვებღაუჭებით!!! ქვეყანა ყოვლადწმიდა ქალწულს ჩავაბარეთ, ერი - ხან ერთ ხან მეორე ბელადს... საკუთარი პასუხისმგებლობა კი სინდისთან ერთად მტკვარს გავატანეთ...

წერს მამა ნაზარ ბასილაია თავის Facebook-გვერდზე

კომენტარები