ეკლესია

პრემიერი ილია II-ს: ჩვენს ისტორიას არ ახსოვს ასეთი აღმშენებლობითი პერიოდი

უდიდესი მოწიწებით მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე, უდიდესი მოწიწებით მსურს გადაგიხადოთ მადლობა იმ ფასდაუდებელი და მუხლჩაუხრელი მოღვაწეობისთვის, რაც თქვენ გაქვთ თქვენი ერის წინაშე. ბოლო 41 წლის განმავლობაში საქართველოში აღდგა და პირველსახე დაიბრუნა, აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტრები. ჩვენს ისტორიას არ ახსოვს ასეთი აღმშენებლობითი პერიოდი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა იდგა მრავალი ხიფათისა და განსაცდელის წინაშე და თქვენ თქვენი მოღვაწეობით ააცილეთ ჩვენს სამშობლოს ბევრი ასეთი განსაცდელი. თქვენი ქადაგება შემწყნარებლობაზე სამშობლოს სიყვარულზე, შრომის სიყვარულზე და განათლებაზე არის სწორედ ის, რაც ასე ძალიან სჭირდება ქართველ ერს

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სვეტიცხოველში. მან ამბიონიდან ილია მეორეს აღსაყდრებიდან 41 წლის იუბილე მიულოცა.

კომენტარები