ეკლესია

ჰოლანდიაში ეკლესია 96-დღიან ღვთისმსახურებას მორჩა და ოჯახი დეპორტაციისგან იხსნა

ჰოლანდიაში ეკლესია 96-დღიან ღვთისმსახურებას მორჩა და ტამრაზიანების ოჯახი დეპორტაციისგან იხსნა.

ეკლესია ღვთისმსახურებას 2 327 საათის განმავლობაში ატარებდა, რათა ოჯახი დეპორტაციისგან ეხსნა, საბოლოოდ კი ჰოლანდიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ტამრაზიანების ოჯახისთვის ქვეყანაში დარჩენის მეტი დრო მიეცათ.

ტამრაზიანების ოჯახი, რომელშიც სამი წევრი ბავშვია, სომხეთიდან ჰოლანდიაში საცხოვრებლად 2010 წელს ჩავიდნენ. მათთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხი 8 წლის განმავლობაში წყდებოდა, ნოემბერში კი მათ თავშესაფარზე უარი უთხრეს. სწორედ, ამის შემდეგ შეიფარა ოჯახი ეკლესიამ და დაიწყო უწყვეტი ღვთისმსახურება, რადგან ჰოლანდიის კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას არ აქვს უფლება შევიდეს ტაძარში მაშინ, როდესაც იქ მსახურება მიმდინარეობს.

ეკლესიის მსახურების თქმით, 96 დღის განმავლობაში ღვთისმსახურებაში 1 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები