არჩევნები 2020

ჩარკვიანი: ბოკერიასთან დამტკბარი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ის არანაირად არ ამღვრევს წყალს

ახლა მინდა, შევაშველო სიტყვა ისეთ ადამიანს, რომ ძალიან გაგაკვირვებთ, იმიტომ, რომ არასოდეს მე და გიგა ბოკერიას დამტკბარი, განსაკუთრებული პოლიტიკური ურთიერთობა არ გვქონია. აბსოლუტურად, არანაირად არ ამღვრევს ეს ადამიანი წყალს, მას აქვს თავისი გამოკვეთილი პოზიცია.

მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ შეიძლება დიდი სიმპატიები სადღაც არ იყოს, მაინც ეს ტიპი არის რაღაცნაირად პოლიტიკური ფიგურა, თავის აზრს აფიქსირებს...

სტრატეგია აღმაშენებლის ერთერთი ლიდერი თამარ ჩარკვიანი რუსთავი 2-ის ეთერში პარტია მოქალაქეების ლიდერების ბრალდებებს ეხმაურება, რომ ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია საბოტაჟს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს.

კომენტარები