ეკონომიკა

$302.6 მილიონი – III კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23%-ით შემცირდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქსტატმა მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების წინასწარი მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოში სულ 302,6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 23.6%-ით ნაკლებია. 

ეს 2013 წლის შემდეგ, წლის მესამე კვარტლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამავდროულად, ეს მაჩვენებელი 25.2%-ით აღემატება მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებს.

წლის მოცემულ მონაკვეთში უმსხვილესი ინვესტორი სახელმწიფოებია - გაერთიანებული სამეფო [117.7 მილიონი დოლარი] ნიდერლანდები [79.3 მილიონი დოლარი] და აშშ [24.2 მილიონი დოლარი]. 

ყველაზე მეტი 128 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია ფინანსურ სექტორში განხორციელდა, მეორე ადგილს 37.1 მილიონი დოლარით ენერგეტიკის სექტორი იკავებს, ხოლო მესამეზე 36.6 მილიონი დოლარით დამამუშავებელი მრეწველობაა. 

ამავე პერიოდში 28 მილიონი დოლარით შემცირდა ინვესტირება სასტუმროებსა და რესტორნებში, 21 მილიონი დოლარით ტრანსპორტის სფეროში, ხოლო უძრავი ქონებაში ინვესტირება 16 მილიონი დოლარით არის შემცირებული. 

 

კომენტარები