კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირებული 1 147 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 406 მართვით სუნთქვაზეა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 147 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 406 მართვით სუნთქვაზეა.  

თბილისში 537 მძიმე პაციენტია, იმერეთში - 247, აჭარაში კი - 159. მართვით სუნთქვაზე თბილისში 215 ადამიანია, იმერეთში - 52, აჭარაში - 31. 

9 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 174 282 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 145 287 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 614 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები