ახალი კორონავირუსი საქართველოში

28 ნოემბრიდან დღემდე საქმიანობა შეუჩერდა 6 152 ობიექტს, დაჯარიმდა – 10

28 ნოემბრიდან დღემდე სულ 25 121 ობიექტი შემოწმდა, აქედან 6 512 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა, 10 დაჯარიმდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ისაუბრა.

"7 დეკემბრის მონაცემებით, საზედამხედველო უწყებების მიერ შემოწმდა ობიექტები და გაიცა 423 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება და საქმიანობა შეუჩერდა 180 ობიექტს. გარდა ამისა, გრძელდება მონიტორინგი უკვე შემოწმებულ კომპანიებზე. გუშინ განხორციელდა 192 ობიექტის შემოწმება, რომელთაგან დადგინდა, რომ ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის მონაცემებით, საზედამხედველო უწყებების მიერ ჯამში შემოწმდა 25 121 ობიექტი. სულ დაჯარიმებულია 10 ობიექტი, საქმიანობა შეუჩერდა ჯამში 6 152 ობიექტს და 19 ათასზე მეტი გაფრთხილებაა გაცემული". – თქვა ფერაძემ.

28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები