არჩევნები 2020

ხოშტარია: ოპოზიციის ნაწილმა, ვისაც მიაჩნია, რომ "ოცნებასთან" პროგრესია, პოზიცია უნდა ახსნას

მე სხვების მაგივრად ლაპარაკს არ ვაპირებ. მაგრამ, დღეს არის მომენტი, როდესაც ოპოზიციის იმ ნაწილმა, გვარები თავად თქვან, რომელსაც მიაჩნია, რომ "ოცნებასთან" არის პროგრესი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე, უნდა ახსნან ეს პოზიცია და დაასაბუთონ, მათ შორის, რას ნიშნავს ეს პროგრესი, არის საფუძველი, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში? დაასაბუთონ და იყვნენ გამჭვირვალე ამომრჩევლის წინაშე.  

ჩემს ეჭვებზე არ არის. თუ თავად ის ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ პროგრესია არჩევნების საკითხის გარეშე, გამოვიდნენ და აუხსნან თავიანთ მოქალაქეებს, რას ნიშნავს ეს პროგრესი და აპირებენ თუ არა ამ საფუძვლით შესვლას...

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე. ამ დროისთვის, ყველა ოპოზიციური პარტია 2020 წლის არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

კომენტარები