კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 1 135 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 417 მართვით სუნთქვაზეა

armenpress.am

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 135 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 417 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა.

თბილისში 519 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 161, იმერეთში – 251. მართვით სუნთქვაზე თბილისში 208 ადამიანია, აჭარაში – 49, იმერეთში – 52.

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 3 988 პაციენტი.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

    კომენტარები