კოსმოსური კვლევები

ჩინეთი მეორე ერი გახდა, რომელმაც მთვარეზე დროშა აღმართა

Chang'e-5 მისიის ფარგლებში ჩინეთმა მთვარეზე თავისი დროშა აღმართა.

ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის ფოტოებში მთვარის ზედაპირზე აღმართული წითელი ხუთვარსკვლავიანი დროშა მოჩანს. ფოტო კოსმოსური ზონდი Chang'e-5-ის კამერის მიერაა გადაღებული, ვიდრე ის ხუთშაბათს მთვარიდან ქვის ნიმუშებთან ერთად გამოემგზავრებოდა. 

მთვარეზე დროშა პირველად 1969 წელს ამერიკელმა ასტრონავტმა ბაზ ოლდრინმა აპოლო 11-ის მისიის დროს აღმართა. მას შემდეგ აშშ-მ კიდევ ხუთი დროშა დატოვა 1972 წლებამდე მისიებში.

ბაზ ოლდრინი 1969 წელს მთვარეზე აღმართულ პირველ დროშასთან ერთად

ჩინურ მისიას ასტრონავტები არ წარმართავდნენ, ამიტომ დროშა Chang'5-ის დასაჯდომმა მოდულმა განათავსა. 

ჩინეთის სამთავრობო მედიამ, Global Times-მა განაცხადა, რომ ჩინური დროშა არის იმ "აღელვების და შთაგონების" შეხსენება, რომელიც აშშ-ს აპოლოს მისიების დროს იგრძნობდა. 

Chang'5-მა მთვარიდან მიწის და ქვების ნიმუშები ჩინეთის მთვარის ორბიტერამდე წაიღო, რომელიც ზედაპირიდან 15 კილომეტრით მაღლა მდებარეობს. 

"ჩინეთის დროშა 2 მეტრის სიგანის და 90 სანტიმეტრის სიმაღლისაა და დახლოებით ერთ კილოგრამს იწონის. დროშის ყველა ნაწილს მისცეს თვისებები, რომლებიც დაიცავს მას ცივი ტემპერატურებისგან."- წერენ Global Times-ში. 

Chang'e-5-ის დაშვება მთვარეზე

ეს ბოლო 44 წლის განმავლობაში მთვარიდან ნიმუშების ჩამოტანის პირველი შემთხვევაა და მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ნიმუშები მოგვცემს ახალ ინფორმაციას მთვარის ვულკანური აქტივობის შესახებ. 

ჩინეთის ამბიციური კოსმოსური პროგრამა ასევე მოიცავს 2022 წლისთვის საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებას და 2029 წლისთვის იუპიტერისკენ მიმავალ მისიას. 

აქამდე მთვარეზე ნიმუშების მხოლოდ აშშ-ს და საბჭოთა კავშირს შეუგროვებიათ. აშშ-ს აპოლოს მისიებმა დაახლოებით 380 კილოგრამი მთვარის ქვა ჩამოიტანა, ხოლო საბჭოთა კავშირმა 300 გრამი. 

კომენტარები