ეკონომიკა

საქსტატი: ბიზნეს სექტორის ბრუნვა 2020 წლის მესამე კვარტალში 0.6%-ით გაიზარდა

management-degree.net

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის მესამე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა და 29.2 მილიარდი ლარი შეადგინა. 

ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი კი მესამე კვარტალში 8.8%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 11.6 მილიარდი ლარი შეადგინა. 

საქსტატის ცნობით, 2020 წლის მესამე მთლიანი ბრუნვის 57.1% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 17.7% - საშუალოზე, ხოლო 25.2% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. 

განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში, მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.3%, საშუალოზე - 27.6%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 32.1%.

კომენტარები