ლარის კურსი

19.8 მლნ დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 0.7 თეთრით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

კოლაჟი / ტაბულა

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე 19.8 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ, ახალი გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან მიმართებით 0.70 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებით 1.11 თეთრით გაუფასურდა. 

ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარის ღირებულება 3.3119 ლარია, ხოლო 1 ევროსი  4.0107 ლარი. 

მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 844.4 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები