ინფლაცია

ნოემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 3.8% შეადგინა

Reuters

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8% შეადგინა, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონე საქართველოში 0.9%-ია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.8%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ფასები გაიზარდა 1.8%-ით.
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8%-იანი მატება. 
  • ტრანსპორტი - ფასები გაიზარდა 1.1%-ით.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.0%-ით.
  • ჯანმრთელობის დაცვა - ჯგუფში ფასები მომატებულია 8.8%-ით.
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.2%-იანი მატება.
  • ტრანსპორტი - ჯგუფში ფასები შემცირდა 5.2%-ით.

კომენტარები