მოველოდით ზრდას, ეს გარდაუვალი იყო, ერთი პიკი მაინც ყველა ქვეყანას უნდა ჰქონოდა, მაგრამ თუ ეს პიკი ასეთი მაღალი იქნებოდა, ამას ბოლომდე არ მოველოდით. მოველოდით შედარებით ნაკლებ მატებას. განაპირობა იმან, რომ მოსახლეობამ, რომელიც დასაწყისში სამაგალითო არა, მაგრამ კარგ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენდა, ნაადრევად ირწმუნა, თითქოს კოვიდმა არა დროებით, არამედ სამუდამოდ ჩაგვიარა გვერდი და სამწუხაროდ, მინიმალურადაც არ სრულდებოდა ის რეგულაციები, რომელიც კრიტიკულია რაოდენობის ზრდის შემცირებისათვის...
tbl.ge/5a93
დაკოპირდა

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ Palitranews-ის ეთერში ისაუბრა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 033 ახალი შემთხვევა.
ამავე თემაზე
- გამყრელიძე: საბედნიეროდ, თითქმის 1 თვეა, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის
- ტიკარაძე: Pfizer-ის შემოტანის სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის პირველი კვარტალი
- გამყრელიძე: უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, COVID-ს ვაქცინის გარეშე ვერ დავამარცხებთ!
- როგორ უნდა ისარგებლონ სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეღავათიანი ინტერნეტპაკეტით
- 18 იანვრიდან ქვეყნის 10 ქალაქსა და აჭარაში სკოლებში სწავლა სრულად დისტანციურად განახლდება