კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე Covid-ით გარდაცვლილ 19 წლის გოგოზე: პირველი ზარიდან ბოლო წერტილამდე კვლევა დაიწყო

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა შაქრიანი დიაბეტის მქონე მძიმე პაციენტის, 19 წლის თეკლა თორდიას დროული ჰოსპიტალიზება, უპასუხა, რომ რეგულირების სააგენტოში ამ საქმეზე პირველი ზარიდან, ბოლო წერტილამდე კვლევა მიმდინარეობს.

"თეკლა თორდიას საქმეზე რეგულირების სააგენტო გამართავს ბრიფინგს, როგორც კი დასრულდება პირველადი მოკვლევა ყველა დოკუმენტაციის, რომელიც მათ აქვთ. პირველი ზარიდან ბოლო წერტილამდე ეს კვლევა დაწყებული არის, ყველა დოკუმენტაცია უკვე არის აკრეფილი, ასევე აუდიოჩანაწერები ზარის განხორციელების პროცესში, ასევე ვიდეოჩანაწერები და ყველა ნაწარმოები ისტორია თეკლაზე უკვე არის რეგულირების სააგენტოში და ისინი ამ საკითხს სწავლობენ და გამართავენ ამასთან დაკავშირებით ბრიფინგს."
 

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის თეკლა თორდია გარდაიცვალა. მას Covid 19 ერთი კვირის წინ დაუდასტურდა. გარდაცვლილის დედის თქმით, პაციენტი ჰოსპიტალში 6 დღის განმავლობაში არ გადაჰყავდათ, რის შემდეგაც, 1 ადგილი "ნაცნობობით" იპოვეს.

გერმანული ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, ეკატერინე ლორიას თქმით, 19 წლის გოგო კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. ის ამბობს, რომ პაციენტის თანხმლები დაავადება "რაღაც პერიოდში არ იქნა გონივრულად ნამართი, თვითონ პაციენტის მიერ თუ მკურნალი ექიმის მიერ, ამას ვერ გიდასტურებთ".

გარდაცვლილის დედის, ირმა ხელაშვილის თქმით, გოგონას დიაბეტი ჰქონდა და თხოვნის მიუხედავად, ის კლინიკის ნაცვლად, Covid სასტუმროში გადაიყვანეს.


 

კომენტარები