ქუთაისი

ქუთაისში საავადმყოფოდან გაუჩინარებული მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

Tabula

ქუთაისში, 27 ნოემბერს ონკოლოგიური კლინიკიდან გასული მამაკაცი სამართალდამცველებმა ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 76 წლის მამაკაცს მეხსიერების პრობლემები ჰქონდა და საავადმყოფოდან გასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, ტყეში დაიკარგა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები