ეკონომიკა

მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება პირებს, რომელთა საქმიანობაც იზღუდება

დღეს მთავრობამ შეზღუდვების ახალი სია წარმოადგინა, რომელიც ქვეყანაში მომავალი ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს. 

როგორც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, აქედან გამომდინარე, მთავრობა ფინანსურად დაეხმარება მოქალაქეებს, რომლებსაც ახლად დაწესებული შეზღუდვები შეეხებათ. 

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვზღუდავთ რამდენიმე კვირით საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს ჩვენ გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით არიან ჩვენი თანამოქალაქეები დასაქმებული. ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის ფინანსურ, სოციალურ დახმარებას, რომელიც გვქონდა პირველი ტალღის დროს."

გახარიას თქმით, ფინანსური დახმარების გარდა, მთავრობა ამ პირებს დაეხმარება საბანკო სესხის გადავადებაშიც.

გახარიას თქმით, ერთჯერად 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ პირები, რომლებიც იმ სექტორებში მუშაობენ, რომელთა მუშაობაც დროებით შეიზღუდა. გახარიას ვარაუდით ასეთი სულ 100-120 ათასი ადამიანი იქნება, ვინც შეძლებს აღნიშნული კომპენსაციის მიღებას. 

კომენტარები