კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე შეზღუდვებზე: ილუზია ნუ გვექნება, რომ 3-4 000 შემთხვევიდან უცბად ჩამოვალთ 1000-ზე

გადაწყვეტილებები, გარწმუნებთ, რომ იქნება ბევრად გამკაცრებული, ვიდრე დღეს არის, ბევრად გაფართოებული, ვიდრე დღეს არის და მან შედეგი უნდა მოიტანოს.

შედეგი რა იქნება, დღეს რომ 3 000 გვაქვს, და 3-4 000-ს შორის ვართ, მისი ზრდა არ უნდა იყოს ამ სამი კვირის შემდეგ, არ უნდა გვექნეს 5 და 6 000.

მაგრამ ილუზიას ნუ შევიქმნით, როგორც შევიქმენით ილუზია ზაფხულში, რომ საქართველომ თურმე დაამარცხა კორონავირუსული ინფექცია, ილუზიას ნუ შევიქმნით, რომ უცბად, 3 და 4 000-დან ჩვენ ჩამოვალთ 1000-ზე, არა, ეს ილუზია ვერ იქნება...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ახალ შეზღუდვებზე, რომლის დაწესებასაც მთავრობა აპირებს.

კომენტარები