არჩევნები 2020

ინაშვილი: თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, ჟურნალისტიკაში დავბრუნდები და იქიდან ვიბრძოლებ

ჩვენი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული არამარტო პოზიცია, არამედ უნდა შედგეს 8 მარტის ტიპის მემორანდუმი, ძალიან მყარი გარანტიებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებით, რომ ინიშნება ახალი არჩევნები. 

მე პარლამენტში შევედი ქუჩიდან, ქუჩის საპროტესტო აქციები, ძალიან დიდი ბრძოლა, როგორც ჟურნალისტმა, თქვენმა კოლეგამ, გავიარე, თუ მკაფიო შეთანხმება არ შედგება, სადაც მკაფიოდვე ჩაიწერება, რომ ახალი არჩევნები ინიშნება, ისევ აღმოვჩნდები თქვენ რიგებში და იქიდან დავიწყებ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ... 

ამბობს პუტინისტური პარტია პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი.

კომენტარები