კორონავირუსი საქართველოში

თბილისის და კიდევ 9 მუნიციპალიტეტის სკოლებში I სემესტრში სწავლა დისტანციური იქნება

თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გორის, გარდაბნის, ფოთისა და მარნეულის სკოლებში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. განათლების სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება "ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით" მიიღეს და ის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს ეხება.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, მის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აქამდეც დისტანციურ რეჟიმში წარმართავდნენ...

კომენტარები