ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის გვაქვს 7363 საწოლი, საიდანაც COVID-19-ისთვის გამოყენებული არის 5952

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამედიცინო სექტორში მიბილიზებული არის 7363 საწოლი, საიდანაც აქტიურად COVID-19-ისთვის გამოყენებული არის 5952.

"განთავსებული არის 5741 პაციენტი. ტრიაჟში გადასანაწილებლად სასტუმროში გადავა პაციენტი, კლინიკაში დარჩება, თუ ბინაზე გაივლის მკურნალობას, ამ ეტაპისთვის კლინიკაში იმყოფება 231 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279. გუშინ, 24 საათის განმავლობაში კლინიკებში მკურნალობა დაასრულა 817-მა პაციენტმა." – ამბობს ტიკარაძე.

24 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 111 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 კი გარდაიცვალა. სულ 18 526 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები