კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევიდან 1 504 თბილისში გამოვლინდა, 576 – აჭარაში

CDC/Science Photo Library

კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1504 გამოვლინდა, აჭარაში - 576, იმერეთში - 212. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შიდა ქართლში 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვემო ქართლში - 129, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 189, გურიაში - 87, კახეთში - 116, მცხეთა-მთიანეთში - 105, სამცხე-ჯავახეთში - 97, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 12.

24 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 111 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 კი გარდაიცვალა. სულ 18 526 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები