აშშ-ს არჩევნები 2020

ბაიდენმა აშშ-ს მომავალ სახელმწიფო მდივნად ტონი ბლინკენი წარადგინა

ტონი ბლინკენი
Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი დაასახელა. აშშ-ს მომავალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იქნება.

ენტონი ბლინკენი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის მოადგილე, 2013-2015 წლებში კი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო.

იხილეთ – რას ამბობს საქართველოზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი ტონი ბლინკენი? 

ბაიდენმა კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლად ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი წარადგინა, დაზვერვის სამსახურის უფროსად კი ავრილ ჰაინესი დაასახელა. გაეროში ამერიკის ელჩად არჩეულმა პრეზიდენტმა ლინდა ტომას-გრინფილდი წარადგინა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი კი ჯეიკ სალივანი იქნება.

კომენტარები