არჩევნები 2020

ცესკო: დათვლილია ხმების 100% – 17-ვე ოლქში "ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა. 

მთაწმინდის ოლქი  

  • ბექა ოდიშარია – 91.57%
  • შალვა შავგულიძე – 8.43%

ვაკის ოლქი 

  • ნოდარ ტურძელაძე – 93.72%
  • ელენე ხოშტარია – 6.28%

საბურთალოს ოლქი 

  • დავით სერგეენკო – 89.92%
  • ალეკო ელისაშვილი – 10.08%

ისნის ოლქი 

  • კახა კახიშვილი – 92.15%
  • ხატია დეკანოიძე – 7.85%

სამგორის ოლქი 

  • სოზარ სუბარი – 88.68%
  • ლევან ხაბეიშვილი – 11.32%

დიდუბის ოლქი 

  • გიორგი ვოლსკი – 89.95%
  • ზურაბ ჯაფარიძე – 10.05%

ნაძალადევის ოლქი 

  • მიხეილ ყაველაშვილი – 91.4%
  • შალვა ნათელაშვილი – 8.6%

გლდანის ოლქი 

  • ლევან კობიაშვილი – 89.36%
  • ნიკა მელია – 10.64%

თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი და ახმეტა 

  • ირაკლი ქადაგიშვილი – 88.83%
  • გიორგი ბოტკოველი – 11.17%

მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი (ცესკოს მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე ოლქში უბნების 99%-ია დათვლილი)

  • შალვა კერესელიძე – 92.53%
  • ცეზარ ჩოჩელი – 7.77%

რუსთავი 

  • ნინო ლაცაბიძე – 88.61%
  • დავით კირკიტაძე – 11.39%

ხაშური, ქარელი და გორი 

  • ზაალ დუგლაძე – 91.72%
  • ნატო ჩხეიძე – 8.28%

ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული 

  • ბეჟან წაქაძე – 91.94%
  • კახა გეწაძე – 8.06%

ქუთაისი 

  • ზაზა ლომინაძე – 91.92%
  • გრიგოლ ვაშაძე – 8.08%

ზუგდიდი 

  • ირაკლი ჩიქოვანი – 93.9%
  • მალხაზ ჯალაღონია – 6.1%

ბათუმი 

  • რესან კონცელიძე – 87.81%
  • ლევან ვარშალომიძე – 12.19%

ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური 

  • ანზორ ბოლქვაძე – 88.19%
  • მიშა ბოლქვაძე – 11.81%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ არაღიარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 26.29% მივიდა. პირველ ტურში აქტივობა 56.11% იყო. მათივე ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 562 664-მა ამომრჩეველმა.

აქტივობა რეგიონების მიხედვით:

  • აჭარა – 30.3%
  • თბილისი – 21.9%
  • იმერეთი – 27.6%
  • კახეთი – 33.7%
  • მცხეთა-მთიანეთი – 32.5%
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 28.6%
  • ქვემო ქართლი – 29.2%
  • შიდა ქართლი – 33.2%

რაც შეეხება 2016 წელს, ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში აქტივობა 37.5% იყო.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატსაც მეორე ტურებში უნდა მიეღო მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა. ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.

13 ნოემბერს გამართულ შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლოებმა მათი სარჩელების 92.8% არ დააკმაყოფილეს, სააპელაციომ კი – 100%.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები