არჩევნები 2020

"მაქსიმუმს გავაკეთებთ და გავიმარჯვებთ" - კობიაშვილი უკონკურენტო მეორე ტურზე

ლევან კობიაშვილი
საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების გლდანის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი, ლევან კობიაშვილი დარწმუნებულია, რომ უკონკურენტო მეორე ტურში გაიმარჯვებს.

თქვა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

"იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი სპორტსმენი ვარ და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ვინც არ უნდა იყოს, ყოველთვის ვცემ პატივს და ვაფასებ და არც მეტი, არც ნაკლები, რასაკვირველია ისიც კარგად ვიცი, რომ პირველ ტურში ჩემზე მეტი ხმა აიღო, თუმცა, რასაკვირველია, ამას თავისი გარემოებები ჰქონდა, თუმცა, რასაკვირველია, მე როგორც ყოფილი სპორტსმენი და ამ შემთხვევაში, როგორც მოქმედი დეპუტატი მაქსიმუმს გავაკეთებ და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში გავიმარჯვებთ". - თქვა მან.

საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა გლდანის ოლქში, ნიკა მელიამ, 43.88% აიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა ამავე ოლქში, ლევან კობიაშვილმა - 42.99%.

არჩევნების მეორე ტურს კი ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და, შედეგად, ის ფაქტობრივად ერთპარტიული იქნება.

კომენტარები