მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-მ, სადაც შსს-ს ინფორმაციით შეირაღებული პირია შეჭრილი და 9 მძევალი ჰყავს აყვანილი, განცხადება გამოაქვეყნა.
ისინი წერენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში არიან.
"გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.
შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება "ემბისი"-ს უპირველესი ამოცანაა". - წერია განცხადებაში.