ეკონომიკა

10 მთავარი საიმპორტო საქონლიდან მხოლოდ ხორბლის იმპორტი გაიზარდა

Getty Images

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის წლის იანვარ-ოქტომბერში იმპორტი 1.3 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა - 16.6%-ით 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონლიდან, 9-ის იმპორტი შემცირდა. 

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 623.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 450.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 412.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.4 პროცენტი).

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

1) მსუბუქი ავტომობილები - 623 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 32.9%.


ფოტო: flickr.com

2) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 450 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 9.5%.


ფოტო: Reuters

3) ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 412 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 33.1%.


ფოტო: wordpress.com

4) სამკურნალო საშუალებები - 253 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 13%.


ფოტო: REUTERS

5) ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - 219 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 9.3%.

6) სატელეფონო აპარატები - 132 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 18.4%.


ფოტო: flickr.com

7) ხორბალი და მესლინი - 88 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 5.3%.


ფოტო: mechanization.ge

8) სიგარები, სიგარელები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - 61 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 20.6%.


ფოტო: Reuters

9) სატვირთო ავტომობილები - 54 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 6.1%.


ფოტო: Reuters

10) რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები - 54 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 29.4%.

დანარჩენმა საქონელმა ქვეყნის იმპორტში სულ 4 მილიარდი დოლარი შეადგინა, კლება კი 12.7% იყო.

 

კომენტარები