კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე ზურაბიშვილს: გმადლობთ, თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ მხარდაჭერას საქმიანობაში

თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო,

უდიდეს მადლობას მოგახსენებთ თქვენ მიერ გამოხატული ყურადღებისა და თანადგომისათვის ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩვენი მოკრძალებული საქმიანობის პოზიტიური შეფასებისთვის.

მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და სრული მხარდაჭერა თქვენს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

დღეს ჩვენი ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების (მათ შორის პანდემიის) წინაშე და თქვენი, როგორც პრეზიდენტის და პიროვნების ფაქტორი ამ გამოწვევების წარმატებით დაძლევაში მნიშვნელოვანია...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სალომე ზურაბიშვილს პასუხობს.

კომენტარები