The Crown

პრინცი უილიამი THE CROWN-ის ახალი სეზონით უკმაყოფილოა

Deadline

Netflix-ის სერიალი The Crown-ი ინგლისის მოქმედი მონარქის, ელისაბედ II-ის, ბიოგრაფიას ეფუძნება. მეოთხე სეზონი პრინცესა დაიანასა და პრინც ჩარლზის ურთიერთობაზეა კონცენტრირებული. როგორც აღმოჩნდა, სამეფო ოჯახის წევრები ახალი ეპიზოდებით უკმაყოფილოები არიან.

ჩარლზისა და დაიანას შვილმა პრინცმა უილიამმა უკმაყოფილება გამოთქვა. სამეფო ტახტის მემკვიდრის აზრით, სცენარისტები ფულის შოვნის მიზნით მისი მშობლების ისტორიის არასწორ ექსპლუატაციას ახდენენ. ახალ სეზონში არის სცენა, რომელშიც პრინცი საკუთარ ცოლს შეურაცხყოფას აყენებს. 

სერიალი ნეგატიურად შეაფასა სამეფო ოჯახის ბიოგრაფმა, პენი ჯუნორმა. 

"სიუჟეტის მიხედვით, ლორდ მაუნტბეტენს კამილა როზმარი შანდი სძულს(პრინცი ჩარლზის მომავალი ცოლი), რაც ისტორიულ სიმართლეს არ შეეფერება. ვფიქრობ, ჩარლზს ძალიან არ ესიამოვნება სიუჟეტის ამგვარი ცვლილება, მას მაუნტბეტენი ძალიან უყვარდა". – ამბობს ჯუნორი.   

კომენტარები