The Crown

THE CROWN-ის ახალ სეზონში პრინცესა დაიანას როლს ელიზაბეტ დებიკი შეასრულებს

Entertainment Weekly

სერიალ The Crown-ის ფინალურ, მეხუთე და მეექვსე სეზონებში პრინცესა დაიანას როლს ელიზაბეტ დებიკი შეასრულებს.

"პრინცესა დაიანას შემართება, მისი სიტყვები და მისი ქმედებები მრავალი ადამიანის გულში დღემდე ცოცხლობს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბრწყინვალე სერიალის ნაწილი გავხდი, რომელსაც პირველი ეპიზოდიდან ვადევნებ თვალს". – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

Netflix-ის სერიალში დაიანა პირველად მეოთხე სეზონში გამოჩნდა, მისი როლი დამწყებმა მსახიობმა ემა კორინმა შეასრულა. 

 

კომენტარები