The Crown

ჯილიან ანდერსონი სერიალ "The Crown"-ში მარგარეტ ტეთჩერის როლს შეასრულებს

ჯილიან ანდერსონი სერიალ "The crown"-ში მარგარეტ ტეთჩერის როლს შეასრულებს.

Sunday Times-ის ინფორმაციით მსახიობი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის როლს მეოთხე სეზონში შეასრულებს.

აქამდე მარგარეტ ტეთჩერის როლის მერილ სტრიპს, პარტიცია ჰოჯსა და ჯენიფერ სანდერსს ჰქონდათ შესრულებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მეოთხე სეზონის გადაღებები 2019 წლის ზაფხულში დაიწყება.

სერიალ "The Crown"-ის პირველი სეზონი 2016 წლის ნოემბერში გამოვიდა, ჯერჯერობით სულ 2 სეზონი არის გამოსული, თუმცა დაგეგმილია მესამესა და მეოთხეს გამოშვება. სცენარის ავტორი პიტერ მორგანია.

კომენტარები