აშშ-საქართველო

აშშ: არჩევნების შედეგები აჩვენებს, საქართველო უარყოფს რუსეთთან სიახლოვეს

Shutterstock

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობაზე, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.

ბრიფინგზე საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდასთან დაკავშირებით Bloomberg-ის ჟურნალისტის კითხვის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები, აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს დასავლური კურსი და უარყოფს რუსეთთან სიახლოვეს.

"ვფიქრობ, არჩევნების შედეგები აჩვენებს, როგორ ცხადად უარყოფს საქართველო რუსეთთან ამ სიახლოვეს. ფაქტია, რომ რუსეთი საქართველოს მეზობელია და ყოველთვის იქნება მისი მეზობელი, მაგრამ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%. ეს არ არის კეთილმოსურნეობის გამოხატულება და ბევრს ძალიან მტკივნეულად ახსოვს 2008 წლის ომი. ვიტყოდი, არსებობს რეალობა, არის პრაგმატიზმი რუსეთი-საქართველოსთან მეზობლობასთან დაკავშირებით, მათი ორიენტაცია დასავლურია, ევროკავშირისკენაა [მიმართული]"

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 17 ნოემბერს ჩამოვიდა. 18 ნოემბერს შეხვედრები გაიმართა საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

ვრცლად სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე განხილული თემების შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები