მაიკ პომპეოს ვიზიტი

ბოკერია: მკაფიო იყო პომპეოს გზავნილი სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე

სახელმწიფო მდივნის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე, საჯაროდ რაც ჩაითვალა საჭიროდ, ამიტომ, ქართულმა საზოგადოებამ აქედან ერთი დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ ეს მშვიდობიანი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და ამ გზავნილების შემდეგ, რაც უფრო სწრაფად მოეგება ივანიშვილი გონს, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და მისთვის პერსონალურად, გონს მოგება კი გულისხმობს ახალი არჩევნების დანიშვნას...

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ.

კომენტარები