კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევიდან 1 318 თბილისში გამოვლინდა, 562 – იმერეთში

CDC/Science Photo Library

კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 318 გამოვლინდა, აჭარაში - 512, იმერეთში - 562, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 368. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შიდა ქართლში 178 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვემო ქართლში - 163, გურიაში - 64, კახეთში - 85, მცხეთა-მთიანეთში - 54, სამცხე-ჯავახეთში - 106, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 33.

ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 19 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში – 9, იმერეთში - 6, ქვემო ქართლში - 1, შიდა ქართლში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1.

18 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 89 395 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 71 468 გამოჯანმრთელდა, 815 კი გარდაიცვალა. სულ 17 086 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები