undefined

ცერცვაძე: ჯერჯერობით, სახლში ვარ, მაგრამ შეიძლება საღამოს წავიდე და საავადმყოფოში დავრჩე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა სიმპტომი აქვს - სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი. რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში ცერცვაძემ არ გამორიცხა, რომ კლინიკაში განაგრძოს მკურნალობა. 

"ჯერჯერობით, სახლში ვარ, მაგრამ შეიძლება დღეს საღამოს წავიდე და საავადმყოფოში დავრჩე". - ამბობს ცერცვაძე და აღნიშნავს, რომ სიცხის დამწევს, D ვიტამინს, C ვიტამინს, თუთიასა და სითხეებს იღებს.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორს კორონავირუსი გუშინ, 16 ნოემბერს დაუდასტურდა, მის ცოლს - დღეს.

კომენტარები