დეივ მაკფერსონი, 1955 წლის ივლისში კოლეჯის სტუდენტი იყო და დისნეილენდის პირველი ბილეთი სწორედ მან იყიდა. ატრაქციონების პარკის გახსნის დღეს, მაკფერსონი იყო პირველი ადამიანი, რომელიც შიგნით შევიდა, ვარსკვლავებისა და მოპატიჟებული სტუმრების შემდეგ.

ფოტო: boredpanda
მაკფერსონმა გადაწყვიტა, რომ რიგში პირველი უნდა დამდგარიყო და რიგი გახსნის დღის წინა ღამით, ორ საათზე დაიკავა.

მანამდე კი 10 მილი მოტოციკლეტით გაიარა

მიუხედავად იმისა, რომ 1955 წელს ნაყიდი ბილეთის ქვითარს აწერია, რომ ის მხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი, როგორც პირველ სტუმარს, მას ცხოვრების ბოლომდე ამ ბილეთით სარგებლობის უფლება მიეცა

ფოტო: boredpanda
და დეივ მაკფერსონიც დისნეილენდს ყოველ წელს სტუმრობს

ფოტო: boredpanda
გახსნის დღეს დეივმა თვით უოლტ დისნეიც ნახა და ამბობს, რომ ეს წუთები მთელი ცხოვრება ემახსოვრება

ფოტო: boredpanda

ფოტო: boredpanda

ფოტო: boredpanda





