undefined

კუხიანიძე: ისეთი რეაქციები წამოვიდა, ჩემი ნათქვამი მათთან შედარებით იყო ბავშვის ღუღუნი

მე მის [ვაჟა გაფრინდაშვილის] შეფასებაში არ შევსულვარ. ჩემი გულისწყრომა და ეს რეაქცია გამოიწვია იმან, რომ იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო, ამ შემთხვევაში მთავრობას ვგულისხმობ, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ადამიანი როგორმე გამოეხსნა ამ ხლართებიდან, ოჯახი გადავიდა ძალიან მძიმე შეტევაზე.

ეხლა ვიღაცისთვის შეიძლება ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მე, როგორც ამ სიტუაციებში კარგად ჩახედული, ძალიან კარგად ვხედავ, რას ნიშნავს ეს დარტყმა ქართულ ოცნებაზე, რომელიც ისედაც დასუსტებულია, რომელიც განიცდის მუდმივ, სრულიად ამაზრზენ და ზღვარგადასულ შეტევებს.

მოხდა ისე, რაც მოხდა, როგორც დავწერე. როცა დილისთვის სხვა იმაზე ვიყავი და რაღაცის შეცვლა მინდოდა, აღმოჩნდა, რომ ჩემ წინააღმდეგ წამოსული იყო იმისთანა სიბილწე, რომ ჩემი ნათქვამი იმასთან შედარებით იყო ბავშვის ღუღუნი. ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი, პათოლოგიური ნიაღვარი ზიზღის, გინების

ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე TV პირველთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გინებაზე.

კომენტარები