ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ცნობით, კორონავირუსი თენგიზ ცერცვაძის ცოლსაც დაუდგინდა. ანა თოფურია და თენგიზ ცერცვაძე სახლში მკურნალობენ.
"თენგიზ ცერცვაძეს გუშინ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37.8 გრადუსი აღენიშნებოდა. ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა სხეულის ტემპერატურა შედარებით დაბალია". - აცხადებს ინფექციური საავადმყოფო.





